ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერიკ ჰერცლერის საჯარო ლექცია „კრიპტოვალუტის მომავალი“

ღონისძიებები

8 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის E309 აუდიტორიაში ვალ-დე მარნის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) თანამშრომელი ერიკ ჰერცლერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:„კრიპტოვალუტის მომავალი“.

მომხსნებელი ისაუბრებს, საიდან მოდის კრიპტოვალუტა, მის მომავალზე, ასევე მასთან დაკავშირებულ სწრაფი ფინანსური შემოსავლების იმედსა და ისეთი ეკონომიკური სისტემების ზრდის საჭიროებაზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერ ამართლებს იმედებს.

მომხსენებლის შესახებ

ერიკ ჰერცლერს დამთავრებული აქვს პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა (Ecole Normale Supérieure Cachan) ეკონომიკისა და მენეჯმენტის განხრით, Aix მარსელის უნივერსიტეტი სამართლის განხრით, პარიზის Pantheon-Assas-ის და ლეიდენის უნივერსიტეტები (ნიდერლანდები). ამჟამად პარიზის ვალ-დე მარნის უნივერსიტეტის (Université Paris-Est Créteil) ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მენეჯმენტის ორი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია მენეჯმენტის ეიფელის სკოლაში (IAE Eiffel). იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის მიწვეული სწავლული და ეკონომიკისა და მენეჯმენტის პროგრამების მიწვეული პროფესორი მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში.

ერიკ ჰერცლერს აქვს უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება, დაინტერესებულია ცვლილებებითა და გლობალიზაციის კროსკულტურული საკითხებით, და აგრეთვე სამართლის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სწავლების 20-წლიანი გამოცდილება ბრაზილიაში, საველე სამუშაოებისა – ბრაზილიაში, ბელგიასა და კალიფორნიაში. 15 წელზე მეტხანს იყო სტუდენტების მენტორი მცირე და საშუალო საწარმოებში და მსოფლიოს 500 წამყვან კომპანიაში. მისი ინტერესის სფეროებია: უმაღლესი განათლების ბაზარი, რეგიონული ინტეგრაცია, საერთაშორისო მენეჯმენტი, სტრატეგია, კორპორაციული სამართალი და კროსკულტურული საკითხები.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 8 მაისი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: E309 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები