ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერიკ ჰერცლერის საჯარო ლექცია „კრეატიული საფრანგეთი: საფრანგეთი ინოვაციის კერა?“

ღონისძიებები

7 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის E304 აუდიტორიაში ვალ-დე მარნის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) თანამშრომელი ერიკ ჰერცლერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „კრეატიული საფრანგეთი: საფრანგეთი ინოვაციის კერა?“

ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, კერძოდ, იაპონიასა და ევროპის ქვეყნებს, ვერ მიუღწევიათ მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. ამიტომ საერთო კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია გზების ძიება მდგრადი ზრდისთვის ახალი წყაროების მოსაპოვებლად. უკანასკნელ ათწლეულებში ქვეყნები ფიქრობენ (და ასევე ინვესტიციებს დებენ) ცოდნაზე, გაზიარებულ, ციფრულ, მწვანე, ნაცრისფერ, ჭკვიან ეკონომიკაზე... ეს ყველაფერი მოითხოვს ნიჭსა და კრეატიულობას. გლობალიზაცია ტალანტების კონკურსად იქცა. ახალი ლიდერები გახდებიან ქვეყნები მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ასევე ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფოები, რომლებიც შეძლებენ, შექმნან იმდენად თავისუფალი კრეატიული საზოგადოების მოდელი, რომ ხელი შეუწყოს კრეატიულობის განვითარებას.

როგორ შეიძლება წარსული დაგვეხმაროს მომავლის გაგებაში? რომელია ზრდის ახალი წყაროები? როგორ შეგვიძლია მათი შექმნა? რისთვისაა ისინი სინამდვილეში საჭირო? როგორ პასუხობს საფრანგეთი ამ გამოწვევებს?

მომხსენებლის შესახებ

ერიკ ჰერცლერს დამთავრებული აქვს პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა (Ecole Normale Supérieure Cachan) ეკონომიკისა და მენეჯმენტის განხრით, Aix მარსელის უნივერსიტეტი სამართლის განხრით, პარიზის Pantheon-Assas-ის და ლეიდენის უნივერსიტეტები (ნიდერლანდები). ამჟამად პარიზის ვალ-დე მარნის უნივერსიტეტის (Université Paris-Est Créteil) ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მენეჯმენტის ორი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია მენეჯმენტის ეიფელის სკოლაში (IAE Eiffel). იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის მიწვეული სწავლული და ეკონომიკისა და მენეჯმენტის პროგრამების მიწვეული პროფესორი მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში.

ერიკ ჰერცლერს აქვს უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება, დაინტერესებულია ცვლილებებითა და გლობალიზაციის კროსკულტურული საკითხებით, და აგრეთვე სამართლის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სწავლების 20-წლიანი გამოცდილება ბრაზილიაში, საველე სამუშაოებისა – ბრაზილიაში, ბელგიასა და კალიფორნიაში. 15 წელზე მეტხანს იყო სტუდენტების მენტორი მცირე და საშუალო საწარმოებში და მსოფლიოს 500 წამყვან კომპანიაში. მისი ინტერესის სფეროებია: უმაღლესი განათლების ბაზარი, რეგიონული ინტეგრაცია, საერთაშორისო მენეჯმენტი, სტრატეგია, კორპორაციული სამართალი და კროსკულტურული საკითხები. მას გამოცემული აქვს მენეჯმენტის პრინციპები 1 და 2 (Pearson Education).

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 7 მაისი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: E304 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები