ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერაზმუს მუნდუსის საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

2012 წლის, 24 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების ALRAKIS, EUROEAST და ALRAKIS II  საინფორმაციო შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

http://www.alrakis.eu/
http://www.alrakis2.eu/index.asp

http://www.euroeast.polito.it/

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F315, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge).

ბანერები