ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერაზმუს მუნდუსის პროექტების გახსნითი ღონისძიება

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) მეორე აქტივობის პროექტების ALRAKIS, ELECTRA გახსნით ღონისძიებაზე.

პრეზენტაცია გაიმართება 2012 წლის 17 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (ყოფილი „ენციკლოპედიის“ შენობა, გ. წერეთლის 2).

ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F315, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: development@iliauni.edu.ge).

ბანერები