ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა MID

ღონისძიებები

2013 წლის 4 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. # 32) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის MID საინფორმაცი ოშეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ პრორგამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი - გრანტის მფლობელი და კოორდინატორი
სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი
ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, გერმანია
ალგარვეს უნივერსიტეტი, პორტუგალია
ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია
ბორდოს უნივერსიტეტი 1, საფრანგეთი
დეუსთოს უნივერსიტეტი, ესპანეთი
ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
ვარშავის ეკონომიკური სკოლა, პოლონეთი

კონკურსში გამარჯვებულებს პროგრამის ფარგლებში დაენიშნებათ სტიპენდია. ამასთანავე, პროგრამა ანაზღაურებს მგზავრობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ფარავს მობილობის პერიოდში დაზღვევისა და სწავლების/კვლევის საფასურს.

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად.

კონკურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  2013 წლის 11 დეკემბერი, ხოლო დანართების გაგზავნის ბოლო დღე - 2013 წლის 18 დეკემბერი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:http://www.utu.fi/en/sites/mid/Pages/home.aspx

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

ტელ: 214 13 88
ელ-ფოსტა: mid@iliauni.edu.ge

ბანერები