ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

ღონისძიებები

2015 წლის 3-5 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის - Mobilities for Innovation and Development (MID) - შემაჯამებელ კონფერენციას ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტთან - Whole Europe Beyond Borders (WEBB) - თანამშრომლობით, რომლის კოორდინატორია ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია). კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით. შეხვედრას გაუძღვებიან ორი პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენციის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში ინოვაციისა და განვითარებისთვის საერთაშორისო მობილობების, სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლების მნიშვნელობის ხაზგასმა. ღონისძიებაზე განხილული იქნება გაცვლითი პროექტების შედეგად მიღებული გამოცდილების გავლენა სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, ასევე, საერთაშორისო მობილობისა და თანამშრომლობის პროექტებში უნივერსიტეტების მონაწილეობის მნიშვნელობა ინოვაციისა და განვითარების ხელშეწყობისათვის.

ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტი - Mobilities for Innovation and Development (MID) - ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) კოორდინირებით ხორციელდება 2012 წლიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში ჩართული ერთადერთი ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. MID-ის ფარგლებში 2012-2016 სასწავლო წლებში განხორციელდა 30-მდე მობილობა კონსორციუმის წევრ ევროპულ უნივერსიტეტებში როგორც სტუდენტებისათვის, ისე უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები