ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერაზმუს მუნდუსი - საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

2013 წლის 28 ნოემბერს,16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის 32) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების MID, ALRAKIS II, EUROEAST საინფორმაციო შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ პრორგამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტ-დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კონკურსში გამარჯვებულებს პროგრამის ფარგლებში დაენიშნებათ სტიპენდია. ამასთანავე, პროგრამა ანაზღაურებს მგზავრობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ფარავს მობილობის პერიოდში დაზღვევისა და სწავლის საფასურს.

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად:

MID - https://ssl.utu.fi/apply/ema2/application.php?network=mid
ALRAKIS II - http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1763&a=1744
EUROEAST - https://emecw.gis.lu.se/apply/?lot=EUROEAST

კონკურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:

MID -  2013 წლის 11 დეკემბერი, ხოლო დანართების გაგზავნის ბოლო დღე - 2013 წლის 18 დეკემბერი.
ALRAKIS II – 2014 წლის 12 იანვარი.
EUROEAST - 2014 წლის 3 თებერვალი.

პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებგვერდებზე:

MID - http://www.utu.fi/en/sites/mid/Pages/home.aspx
ALRAKIS II - http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1733&a=1733
EUROEAST - http://www.euroeast.polito.it/

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E105
ტელ: 214 13 88
ელ-ფოსტა:

MID - mid@iliauni.edu.ge,
ALRAKIS II - alrakis@iliauni.edu.ge
EUROEAST - euroeast@iliauni.edu.ge

ბანერები