ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერაზმუს მუნდუსი - საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

2013 წლის 22 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების MID, ALRAKIS II საინფორმაციო შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ პრორგამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტ-დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კონკურსში გამარჯვებულებს პროგრამის ფარგლებში დაენიშნებათ სტიპენდია. ამასთანავე, პროგრამა ანაზღაურებს მგზავრობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ფარავს მობილობის პერიოდში დაზღვევისა და სწავლისსაფასურს.

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად:
MID - https://ssl.utu.fi/apply/ema2/application.php?network=mid
ALRAKIS II - http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1763&a=1744

კონკურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:
MID -  2013 წლის 11 დეკემბერი, ხოლო დანართების გაგზავნის ბოლო დღე - 2013 წლის 18 დეკემბერი.
ALRAKIS II – 2014 წლის 12 იანვარი.

პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებგვერდებზე:
MID - http://www.utu.fi/en/sites/mid/Pages/home.aspx
ALRAKIS II - http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1733&a=1733

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

ტელ: 214 13 88
ელ-ფოსტა:
MID - mid@iliauni.edu.ge,
ALRAKIS II - alrakis@iliauni.edu.ge

ბანერები