ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ექსკლუზიური ჩვენება ილიაუნის სტუდენტებისათვის

ღონისძიებები

19 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ა კორპუსის 101-ე აუდიტორიაში) გაიმართება ტელეკომპანია ”პიკის” მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის „ვარსკვლავური ქვების“ პრემიერა.

ფილმი შეიქმნა ტელეპროექტ „უცნობი კავკასიისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული ასტრონომიის ლაბორატორიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად. ჩვენებას დაესწრებიან ფილმის ავტორები და გაიმართება განხილვა.

ფილმი შექმნილია რუსულ ენაზე და მისი მთავარი მიმართულებაა საქართველოში არსებული მეგალითური კომპლექსების არქეო-ასტრონომიული შესწავლა. ექპედიციამ, რომლის მუშაობაც ამ ფილმშია აღწერილი, დაადასტურა საქართველოს ისტორიის უძველეს პერიოდში ასტრონომიული ცოდნის არსებობა და გამოყენება.

ბანერები