ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება

ღონისძიებები

ხელშემწყობი მექანიზმები

26 სექტემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ანალიტიკური ცენტრის - ”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” - (WEG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ენერგეტიკული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლის მორიგი სემინარი - ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება, ხელშემწყობი მექანიზმები.

სემინარზე განხილული იქნება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, ტექნოლოგიები და მსოფლიო გამოცდილება, ასევე -ევროკავშირის 2009/28/EC დირექტივა ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ და მისი დანერგვა ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებში.

სემინარი წარიმართება დიალოგისა და დისკუსიის რეჟიმში; დასასრულს, დრო დაეთმობა საქართველოში ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა-გაანალიზებასაც.

დასწრება თავისუფალია. გთხოვთ, მობრძანდეთ და აქტიურად ჩაერთოთ დისკუსიაში.

დრო: 26 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები