ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ენერგეტიკული ტარიფებისა და მოწყვლადი მომხმარებლების დახმარების სქემების კვლევის შედეგების განხილვა

ღონისძიებები

4 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გიწვევთ  ენერგეტიკული ტარიფებისა და მოწყვლადი მომხმარებლების დახმარების სქემების კვლევის შედეგების გასაცნობად და განსახილველად.  

შეხვედრაზე განხილული იქნება ბოლო ათი წლის განმავლობაში ენერგეტიკული ტარიფების და მოსახლეობის შემოსავლებისა და ენერგიის ხელმისაწვდომობის დინამიკა, ასევე სოციალური და ენერგეტიკული დახმარების სქემები, ტარიფების სუბსიდირება და მათი შედეგები. საუბარი შეეხება ტარიფების მაღალი პოლიტიკური სენსიტიურობის მიზეზებსა და შესაძლო ღონისძიებებს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ამ საკითხში პოპულიზმის შემცირებასა და პროფესიონალიზმის დამკვიდრებას.

ამ შეხვედრით იწყება ენერგეტიკული პოლიტიკის სემინარების ციკლი, რომელიც ორგანიზატორებს სურთ, გახდეს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მულტიდისციპლინური (ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, გარემოს და ტექნიკური) საკითხების განხილვის პროფესიული და ნეიტრალური პლატფორმა.   

დრო: 4 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები