ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ენა და ტერიტორია 2“ – კონფერენციის მასალათა კრებულების პრეზენტაცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

2017 წლის 16 ივნისს, 17 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება  საერთაშორისო  კონფერენციის – „ენა და ტერიტორია  2“ – მასალათა კრებულების პრეზენტაცია.

კონფერენცია „ენა და ტერიტორია  2“  2015 წელს გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – „რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი“ – და ქ. სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტის (ონტარიო, კანადა) ერთობლივი ორგანიზებით.

წიგნები – ''Les langues et leurs territoires. Entre conflit et cohabitation'' („ენები და მათი ტერიტორიები.  კონფლიქტსა და თანაარსებობას შორის“) და ''F 'ondements historiques et ancrages culturels des langues'' („ენათა ისტორიული საფუძვლები და მათი კულტურული უწყვეტობა“) –  მონოგრაფიული სერიით „ჰუმანიტარული მეცნიერებები“,  გამოიცა ლორანსიენის უნივერსიტეტის დაფინანსებით კანადაში.  მათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად მუშაობდა ლორანსიენის უნივერსიტეტი. ქართველ მეცნიერთა სტატიები დაბეჭდილია  როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ და  ინგლისურ ენებზე (რედაქტორები: ჟული ბუასონო, ალი რეგიგი, მზაღო დოხტურიშვილი).

დრო: 16 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები