ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ემილ ერშახოვსკი ილიაუნიში

ღონისძიებები

23 მაისს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის მოწვევით და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, ილიაუნის სტუმრობს კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრისა და კულტურის მენეჯმენტის სპეციალისტი, საერთაშორისო ჟურნალ „კულტურის მენეჯმენტის“ მთავარი რედაქტორი ემილ ერშახოვსკი, რომელიც წაიკითხავს ლექციებს: „კულტურის მენეჯმენტი და კულტურის პოლიტიკა“ და „მეხსიერება ჩვენი ძალაა“.

დასწრება თავისუფალია, ლექციას ახლავს ქართულენოვანი თარგმანი.

ემილ ერშახოვსკი - ფილოსოფიის დოქტორი, კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურის მენეჯმენტის მიმართულების თავმჯდომარე. არის სტრატფორდის, ბუფალოს და სხვა უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი, კითხულობს ლექციებს პოლონეთის ისტორიასა და კულტურაზე, პოლონურ ენაზე და ევროპულ თეატრზე. 1995 წელს მან პოლონეთში დაამკვიდრა ახალი აკადემიური დისციპლინა კულტურის მენეჯმენტი. 1996–2002 წლებში იყო ახლად შექმნილი მენეჯმენტისა და სოციალურ კომუნიკაციათა ფაკულტეტის დეკანი. 11 წიგნის ავტორი, რედაქტორია ლექციების ციკლისა ელჩებისათვის კულტურის პოლიტიკაზე. ამჟამად გახლავთ მთავარი რედაქტორი საერთაშორისო ჟურნალის „კულტურის მენეჯმენტი“ /ინგლისურ, გერმანულ და პოლონურ ენებზე/.

ბანერები