ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ემერიტუს პროფესორის ნათელა იმედაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ღონისძიებები

22 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ემერიტუს პროფესორ ნათელა იმედაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

ფსიქოლოგი, ფსიქოლინგვისტი, ბავშვის მეტყველების განვითარების ფსიქოლოგიის მკვლევარი ნათელა იმედაძე იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, პედაგოგიკის კათედრის გამგე და ილიაუნის პროფესორი დაარსებიდან დღემდე, 18 წლის განმავლობაში. მან თავისი თაობის გამორჩეულ მეცნიერებთან ერთად უნივერსიტეტში შექმნა უნიკალური სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი გარემო სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 22 ნოემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.   

2024

 

 

ბანერები