ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ემერიტუს-პროფესორის, დრ. მარტინ ბოლახერის ლექცია-სემინარები

ღონისძიებები

4-დან 8 მაისის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „კულტურის კვლევების სათავეები“ – ფარგლებში, ემერიტუს-პროფესორი, დრ. მარტინ ბოლახერი  ჩაატარებს 5 ლექცია-სემინარს.

თემატიკა

  • 4 მაისი: სემინარი  განმანათლებლობა (კანტი, მენდელსონი, ლესინგი)“
  • 5 მაისი: სემინარი  ლესინგი: ნათან ბრძენი (1779)“
  • 6 მაისი: ლექცია  კულტურათშორისი მედიაცია თუ უნივერსალურის ბატონობა? განაზრებები ჰერდერისეული 
    ჩინეთის ხატის მაგალითზე
  • 7 მაისი: ლექცია  მსოფლიო ლიტერატურის კონცეფცია გოეთესთან
  • 8 მაისი: სემინარი  დეკადენტობა თომას მანის ბუდენბროკებში‘“

განრიგი

  • 4 მაისი: 11:00-14:00, E 336 აუდიტორია
  • 5 მაისი: 11:00-14:00, E 336 აუდიტორია
  • 6 მაისი: 11:00-14:00, E 306 აუდიტორია
  • 7 მაისი: 11:00-14:00, E 204 აუდიტორია
  • 8 მაისი: 14:00-17:00, E 204 აუდიტორია 

დასწრება თავისუფალია.

ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით.
დრ. მარტინ ბოლახერის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები