ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ემად სალემის ლექცია

ღონისძიებები

3 აპრილს, 19:00 საათზე (G 106), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გთავაზობთ ემად სალემის ლექციას „ხელოვნების ადმინისტრირება“.

ემად სალემი (საერთაშორისო პროგრამების დირექტორის მოადგილე) - წარმოშობით ეგვიპტიდან. დასს 2011 წლის ივნისიდან შეუერთდა და მას შემდეგ გეგმავს და ახორციელებს Dancing to Connect-ის პროგრამას ხუთი კონტინენტის 25-ზე მეტ ქვეყანაში. არის Battery Dance Company-ს ინსტიტუტის ლექტორია. მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ საქმიანობებს, როგორიც არის: რჩევების მიცემა საჯარო დიპლომატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არასამთავრობო და ფართო პროფილიანი ორგანიზაციებისთვის, მთავრობისთვის. ასევე, კონსულტაციების გაწევა უნარიანობის ამაღლებაზე, განათლებასა და სასწავლო გეგმის გაუმჯობესებაზე, გამოკვლევების მეთოდოლოგიაზე და სტრატეგიულ განვითარებაზე. ემად სალემის მიღებული აქვს  კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში, ორმაგი ბაკალავრის დიპლომი ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლებასა და ეკონომიკაში.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები