ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბი 27 ნოემბერს ახორციელებს  პროექტს სახელწოდებით ,,საჯარო დებატი,’’ რომელიც PH-internationale–ს მიერ არის მხარდაჭერილი. სადებატო თემა –ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება საქართველოში. დასაფასებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს ეკუთვნით.

მიზნის მისაღწევად 1თვის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. პირველ ეტაპს წარმოადგენს ექსპერტთან შეხვედრა,სადაც მოდებატეები მიიღებენ დამატებით ინფორმაციასა და სტატისტიკურ მონაცემებს.ეს ყოველივე კი დაეხმარება მათ, კიდევ უფრო დახვეწონ თავიანთი პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

შეხვედრას დაესწრებიან როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატ-კლუბის წევრები, ასევე სალექციო კურს ,,დებატების ტექნიკის’’ სტუდენტები. ჩვენი სტუდენტები მომავალში მსაჯების ამპლუაშიც მოგვევლინებიან, ამიტომ მათთვის ცალსახად მნიშვნელოვანია ამ ექსპერტის მოხსენების მოსმენა.

შეხვედრა გაიმართება, 27 ნოემბერს, 14:00  საათზე, A 101 აუდიტორიაში.

დასწრება თავისუფალია!

ბანერები