ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

ღონისძიებები

28 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა, სახელწოდებით „მომავლის სოფელი - კონკურენტუნარიანობის ამაღლება ტურიზმისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით (სოფელი საწირე, საქართველო)“ - წარმოადგენს მცდელობას, თანამედროვე თეორიული ხედვები შეჯერებული იქნეს ქართული სოფლის განვითარების სტრატეგიასთან კონკრეტული ქართული სოფლის მაგალითზე. კვლევა ფოკუსირებულია სოფლის განვითარების პროცესში ისეთი უნივერსალური მიდგომების გამოყენებაზე, როგორებიცაა ტურიზმისა და მცირე ბიზნესის გააქტიურება ადგილობრივ ეკონომიკაში. კვლევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური კაპიტალის როლსა და მნიშვნელობას.

გარდა თეორიული ნაწილისა, კვლევისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პროექტის პრაქტიკული განზომილების - საინვესტიციო მოდელის შემუშავებასაც, კერძოდ, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა შეისწავლეს საწირეს (ტყიბულის მუნიციპლიტეტი, იმერეთის რეგიონი) ბიზნესპოტენციალი და მოამზადეს 24 ბიზნესგეგმა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამამუშავებელი საქმიანობის, წარმოების, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში.

პრეზენტაციის დღის წესრიგი და კვლევის შესახებ ვრცლად იხილეთ თანდართულ ფაილებში.

დრო: 28 ივლისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები