ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

16 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დავით თარხნიშვილი წაიკითხავს მოხსნებას „მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების გამოყენება ბიომრავალფეროვნების კვლევებში: ილიაუნის 11-წლიანი გამოცდილება“.

თემის მოკლე აღწერა

დნმ-ის კვლევა ბოლო 25-30 წლის განმავლობაში გახდა რუტინული ტექნიკა, რომელიც დანერგილია დასავლეთის უნივერსიტეტების უმრავლესობაში და რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სამეცნიერო ამოცანის გადასაწყვეტად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოლეკულური ლაბორატორია 2007 წელს დაინერგა და ბოლო 12 წლის განმავლობაში ინტენსიურად გამოიყენება ზოოლოგიურ, ეკოლოგიურ, ევოლუციურ და ანტროპოლოგიურ კვლევებში – იმ სამეცნიერო მიმართულებებში, რომლებშიც ილიაუნი ლიდერობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში. 2019 წელს ამ ტექნიკის გამოყენებით მომზადდა სულ ცოტა 5 ახალი სამეცნიერო სტატია, რომლებიც დაიბეჭდება წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ვამუშავებთ გენეტიკურ ლაბორატორიაში არა მხოლოდ ჩვენ მიერ მოპოვებულ მონაცემებს, არამედ მეზობელ ქვეყნებში (და არა მხოლოდ) მოღვაწე კოლეგები რეგულარულად მოგვმართავენ თანამშრომლობის თხოვნით. მოლეკულური ტექნოლოგიები ყოველწლიურად იხვეწება, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვახერხებთ ისეთი დონის სამეცნიერო პროდუქტის შექმნას, რომელიც შეიძლება მიიღოს უმაღლესი რეიტინგის საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებმა. გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობა გვაძლევს იმედს, რომ 2020 წელს ჩვენთან დაინერგება ახალი ტექნიკა, რომლის მეშვეობით ათვისებული იქნება გენომური ტექნოლოგიები. 

დრო: 16 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები