ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

20 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში თამარ ჯოლოხავა წაიკითხავს მოხსენებას „პესიმალური ეკოლოგიური ფაქტორების ცვალებადობა და მათი კავშირი მცენარეულ მრავალფეროვნებასთან ყაზბეგის რეგიონის (ცენტრალური კავკასიონი) ჰიფსომეტრულ და ექსპოზიციურ გრადიენტებზე“.

 თემის მცირე აღწერა

კლიმატის მიმდინარე გლობალური ცვლილება შესაძლებელია მკვეთრად აისახოს ყველაზე სენსიტიურ – მაღალმთის მცენარეულობაზე. სერიოზული ტრანსფორმაცია სავარაუდოდ შეეხება სიცოცხლის ზედა ზღვარზე გავრცელებულ მყინვარისა და მუდმივი თოვლისპირა მცენარეულობას. ბევრ სახეობას, მათ შორის იშვიათსა და ენდემურს, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეეზღუდოს სასიცოცხლო არე. ჰიფსომეტრულ (3000–3900 მ ზღ. დ.) და ექსპოზიციურ (N, S) გრადიენტებზე, სუბსტრატის მაჩვენებლების (pH; N,P,K) გათვალისწინებით, შესწავლილ სახეობათაგან გამოიყო 4 ჯგუფი: 1) სახეობები, რომლებიც მხოლოდ N ექსპოზიციაზე გვხვდებიან; 2) სახეობები, რომლებიც მხოლოდ S ექსპოზიციაზეა გავრცელებული; 3) სახეობები, რომლებიც იცვლიან ექსპოზიციას N–დან S–სკენ და 4) სახეობები, რომლებიც იცვლიან ექსპოზიციას S–დან N–სკენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მე–4 ჯგუფის სახეობები, რომელთაც აღარ ექნებათ სიმაღლეში გადანაცვლების საშუალება (მყინვარების სწრაფი დნობის გამო), მაგრამ უფრო აქტიურად შეიცვლიან ექსპოზიციას და დაიკავებენ შედარებით ცივ მიკროჰაბიტატებს N ფერდობებზე.

დრო: 20 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები