ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ეკა ჭყოიძის საჯარო ლექცია - ”მომლოცველობა: ისტორიული კონტექსტი და დღევანდელობა”

ღონისძიებები

23 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლოპროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ”მომლოცველობა: ისტორიული კონტექსტი და დღევანდელობა”.
 

ილიაუნის პროექტი - „ახალი განმანათლებლობა“ - ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარულიხასიათის საჯარო ლექციების კურსს.კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებსდა ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ეძლევაშესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.

ლექციის ჩატარების დრო: 23 იანვარი, 16:00 საათი
ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. 32)

ბანერები