ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ეკა ჭაბაშვილის ვიზუალური და ვერბალური მუსიკა

ღონისძიებები

31 იანვარს, 18.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება თანამედროვე მუსიკის კონცერტი, რომელზეც შესრულდება ეკა ჭაბაშვილის ვიზუალური და ვერბალური მუსიკა. 

ეკა ჭაბაშვილი მრავალმხრივი თანამედროვე კომპოზიტორია, რომლის შემოქმედებაც მუსიკალური კომპოზიციების გასაოცრად ფართო სპექტრს მოიცავს. კონცერტზე შესრულდება მისი „სიბრძნის სპირალი“”, ინტერაქტიული ალეატორული იმპროვიზაციები ჩასაბერი, სიმებიანი, დასარტყამი, კლავიშიანი საკრავებისა და ფორტეპიანოების ვირტუალური ორკესტრისთვის სოციალური ქსელისა და სხვა ინტერნეტრესურსის გამოყენებით; „სფეროები უფლის იდეა”, მულტიმედია კომპოზიცია ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ჩელოს, ფლეიტისა და ვიდეოინსტალაციისთვის ელექტრონული მუსიკით; „მუსიკის კოსმოსი”, ალეატორული იმპროვიზაციები, რომლებიც ერთი ბგერის მიკროსამყაროში მოგზაურობის ილუზიას, ბგერის შიგნიდან მოსმენას გვთავაზობს.   

ნაწარმოებებს შეასრულებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის სტუდენტური ანსამბლის წევრები. ანსამბლს პროფესორი ნინო ჟვანია ხელმძღვანელობს.  

დრო31 იანვარი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები