ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

EBSCO Day Georgia

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა კომპანია EBSCO-თან ერთად, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, გიწვევთ სემინარზე, რომლის მიზანია აღნიშნული სამეცნიერო ელექტრონული პლატფორმის საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში გამოყენების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება.

სემინარის თემებია:

  • სამეცნიერო ელექტრონული ბაზები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში, როგორც კვლევის ხარისხის გაუმჯობესების საშუალება;
  • EBSCOhost პლატფორმა - სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის;
  • ელექტრონული წიგნების EBSCOhost პლატფორმასთან ინტეგრაცია.

გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და დაგვიდასტუროთ დასწრება:
https://www.surveymonkey.com/r/V3TR6CB

კომპანიის EBSCO შესახებ:

EBSCO არის სამეცნიერო რესურსების მომწოდებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ასამდე ქვეყანაში თანამშრომლობს 9 000-ზე მეტ ბიბლიოთეკასთან.

თანამშრომლობის ისტორია:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, 5 წელზე მეტია, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის EBSCO-ს რესურსებს. EBSCO-ს ბაზებში ინდექსირებული და რეფერირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალები: კადმოსი (Humanity Source) და Identity Studies (Political Science Complete).

თარიღი: 19 აპრილი

დრო: 13:00-17:00

მისამართი: თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, E 207 (ვაკის პარკის პირდაპირ)

ბანერები