ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”

ღონისძიებები

პარასკევს,  14  მაისს,  16:00  საათზე  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტში (A კორპუსი,  101-ე  აუდიტორია;  მის: ი. ჭავჭავაძის  #32)  გაიმართება  პრეზენტაცია  თემაზე:  ”ძველი  თბილისის  ახალი  სიცოცხლე”.

შეხვედრის  მიზანია,   ქ.  თბილისის  მერიის  პროექტის  ”ძველი  თბილისის  ახალი  სიცოცხლე” პოპულარიზაცია.  ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მომავალ  ეკონომისტთა კლუბი (FESC),  ტურიზმის  სტუდენტური  კლუბი  და  საქართველოს  მენაშენეთა  ასოციაცია.  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ტურიზმისა  და  ეკონომიკის  სპეციალობის  სტუდენტების  ინიციატივა  ემსახურება    საზოგადოებისთვის  სწორი  ინფორმაციის  მიწოდებას  მერიის  პროექტის  ”ძველი  თბილისის  ახალი  სიცოცხლე”  შესახებ.

 

ბანერები