ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“ - პრემიერა ილიაუნის თეატრში

ღონისძიებები

8 და 18 დეკემბერს, 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონზე მესამე პრემიერას ითამაშებს.

გიორგი ერისთავის ორი პიესა - „ძუნწი“ და „უჩინმაჩინის ქუდი“ - რეჟისორმა მაია ჩართოლანმა გააერთიანა. სპექტაკლის პერსონაჟები ერთი პიესიდან მეორეში ინაცვლებენ, აერთიანებენ სიუჟეტს და გიორგი ერისთავის ორ ძალიან ცნობილ ვოდევილს ერთ ამბად ჰყვებიან.

„ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“ რეჟისორისთვის რიგით მეხუთე ნამუშევარია. ძველი თბილისის მოტივებს სპექტაკლში სოფო ქორიძის მხატვრობა, ნინო ჯანჯღავას მიერ შექმნილი მუსიკა და ცისია ჩოლოყაშვილის ქორეოგრაფია ქმნის. სპექტაკლში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრისა და ილიაუნის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

დრო: 8, 18 დეკემბერი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები