ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დუმილიც საუბარია: გამოფენა „ხმა ფოტოებიდან“ და პანელური დისკუსია

ღონისძიებები

27 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება ფულბრაიტის პროგრამის მკვლევრის, მისტი ბროდეია სპრინგერის ერთ-ერთი კვლევითი პროექტის „დუმილიც საუბარია: ხმა ფოტოებიდან“ წარდგენა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ფოტოგამოფენა და დისკუსია ქალების მდგომარეობის შესახებ დღევანდელ საქართველოში.

გამოფენა მკვლევრის აღნიშნული პროექტის შედეგია. მისტი ბროდეია სპრინგერი 2018 წლის სექტემბრიდან საქართველოშია და იკვლევს ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას საუბრის, მეხსიერების, კულინარიისა და ფოტოგრაფიის მეშვეობით.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი)

დრო: 27 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები