ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დრამზე დაკვრის მსურველთათვის

ღონისძიებები

2020 წლის 1-ლი მარტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „დრამზე დაკვრის საფუძვლები“.

კურსზე დაიშვება დრამზე დაკვრის ნებისმიერი მსურველი 8 წლიდან. მიღების პირობა მუსიკალური სმენა და რიტმის შეგრძნებაა. კურსის წამყვანია ცნობილი მუსიკოსი და გამოცდილი პედაგოგი ლაშა სხილაძე, რომელსაც არაერთი ცნობილი დრამერი ჰყავს აღზრდილი. კურსი 12-კვირიანია, კვირაში ორი ერთსაათიანი მეცადინეობა გაიმართება.

კურსის სრული საფასურია 480 ლარი (საათი – 20 ლარი). კურსზე დარეგისტრირება შეგიძლიათ 25-29 თებერვალს. დარეკეთ 555 004352 ან იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ფეისბუქი.

გელით!

ბანერები