ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"დრამატული ვირუსოლოგია: ვირუსები და ჩვენ"

ღონისძიებები

5 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (A კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება ეუნისკენედი-შრივერის ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (აშშ) პროფესორ ლეონიდ მარგოლისის საჯარო ლექცია თემაზე: „დრამატული ვირუსოლოგია: ვირუსები და ჩვენ“.

საჯარო ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

ვირუსები, რომლებშიც ვცხოვრობთ
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც სავსეა ვირუსებითა და სხვა მიკრობებით. ადამიანის ვირუსების ნაწილი მილიონობით წლის წინ ჩამოყალიბდა, ნაწილი კი ახლახან გამოვლინდა. ვირუსები ადამიანს გამრავლებისათვის იყენებენ. ჩნდება კითხვა: ჩვენ პათოგენების მხოლოდ მსხვერპლი ვართ, თუ ვიღებთ სარგებელს მათი არსებობიდან?

 ვირუსებზე მონადირეები: ადამიანები სამეცნიერო აღმოჩენების უკან

ვირუსები უბრალო პატარა ნაწილაკებია, თუმცა ისინი შესწავლილია ადანიამის მიერ და მეცნიერებების ტრიუმფებისა და ტრაგედიების საბრძოლო ველს წარმოადგენენ. საკმაოდ დრამატულია მეცნიერების ისტორია პირველი ვირუსის აღმოჩენიდან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ბოლოდროინდელი აღმოჩენის ჩათვლით.

ბრძოლა პათოგენურ ვირუსებთან: წარმატებები და მარცხი
ვინ გაიმარჯვებს: ისინი თუ ჩვენ? როგორ შევძელით ცალკეული ინფექციებისგან თავის დაღწევა და სხვებისგან კი ვერ? როგორ ებრძვიან ადამიანები ვირუსებს და რა სტრატეგია აქვთ მათთან საბრძოლველად?

ბანერები