ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დრამათერაპიის საერთაშორისო სპეციალისტის, ალექსანდრ ჩერომუხინის, საჯარო ლექცია დრამათერაპიის მეთოდოლოგიის შესახებ

ღონისძიებები

9 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნისა და კომპანია „ჰედვაისის“ ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა დრამათერაპიის საერთაშორისო სპეციალისტთან, რატერსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორთან, ალექსანდრ ჩერომუხინთან.

ალექსანდრ ჩერომუხინი ისაუბრებს დრამათერაპიის მეთოდოლოგიის შესახებ - „სახეთა თეატრი“. აღნიშნულ მეთოდოლოგიას იგი დაეუფლა თავად მეთოდის ავტორთან, აუგუსტო ბოალთან, ხოლო პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ნიუ-იორკის თეატრალურ ლაბორატორიაში.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნება თანამედროვე ჯგუფური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფორმა - აუგუსტო ბოალის ინტერაქციური მეთოდები, მისი მეთოდოლოგიის გამოყენების არეალები და ეფექტურობა სხვადასხვა პრობლემასთან მიმართებაში.

დრო: 9 აპრილი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები