ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დრ. ზაალ ანდრონიკაშვილის ლექცია-სემინარები

ღონისძიებები

20-22 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, დრ. ზაალ ანდრონიკაშვილი ჩაატარებს 3 ლექცია-სემინარს. ლექცია-სემინარები ჩატარდება 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის - „თემი, ძალადობა, სხეული - XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ - ფარგლებში.

თემატიკა:

  • 20 აპრილი, „საგანგებო მდგომარეობა“ (კარლ შმიტი, ჯორჯო აგამბენი)
  • 21 აპრილი, „ძალაუფლება და ძალადობა“ (ჰანა არენდტი, ჯორჯო აგამბენი)
  • 22 აპრილი, „ახალი წესრიგი“ (ვალტერ ბენიამინი, ჰანა არენდტი)

განრიგი:

  • 20 აპრილი, 13:00-15:00 საათი, E 206 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)
  • 21 აპრილი, 16:00-18:00 საათი, E 336 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)
  • 22 აპრილი, 14:00-16:00 საათი, E 306 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)

ლექცია-სემინარები ჩატარდება ქართულ ენაზე.

დრ. ზაალ ანდრონიკაშვილის შესახებ:
 

დრ. ზაალ ანდრონიკაშვილი ლიტერატურისმცოდნე, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მეცნიერ-თანამშრომელია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტში გერმანისტიკის, ისტორიისა და არქეოლოგიის შესწავლის შემდეგ, ანდრონიკაშვილმა 2005 წელს გიოტინგენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია.

2006 წლის შემოდგომის სემესტრში იყო ასისტენტ-პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო იმავე წლის გაზაფხულის სემესტრში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2006 წლიდან ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მეცნიერ-თანამშრომელია კვლევითი პროექტით - „ევროპის მრავლობით კულტურათა ტოპოლოგია ”ევროპის აღმოსავლეთისაკენ გადაწევის” გათვალისწინებით“.

2011-2012 წლებში ანდრონიკაშვილი იყო კვლევითი პროექტის - „ევროპული სუბიექტი და ”homo sovieticus“ - მეცნიერ-თანამშრომელი. 2012 წლის აპრილიდან კი კვლევითი პროექტის - „საქართველოს კულტურული სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის“ - მეცნიერ-თანამშრომელია.

ზაალ ანდრონიკაშვილი ავტორია შემდეგი მონოგრაფიებისა:

  • Die Erzeugung des dramatischen Textes. Ein Beitrag zur Theorie des Sujets (დრამატული ტექსტის წარმოქმნა. ნარკვევი სიუჟეტის თეორიაში) Erich Schmidt, ბერლინი 2008, ISBN 978-3-503-09853-8;
  • Grenzraumtopographie. Ein Georgien-Palimpsest (სასაზღვრო სივრცის ტოპოგრაფია. საქართველო – პალიმფსესტი), ბერლინი 2012 (იგეგმება გამოსაცემად).

შენიშვნა:

დრ. ანდრონიკაშვილის ლექციების პარალელურად, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, 21-24 აპრილს, პროფ. დრ. დანიელ ვაიდნერი და დრ. ფალკო შმიდერი ჩაატარებენ 2-2 ლექცია-სემინარს. ლექცია-სემინარები ჩატარდება 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის - „კულტურის კვლევების სათავეები“ - ფარგლებში. 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები