ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორანტ ლაურა მაფიცოლის მოხსენება

ღონისძიებები

17 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D305 აუდიტორიაში ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარების ფარგლებში მანჩესტერის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტი ლაურა მაფიცოლი ისაუბრებს თავის კვლევაზე: „მემორისკეიპები. რეპრესიებთან დაკავშირებული მეხსიერება და ნარატივები თანამედროვე თბილისში“.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 17 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: D305 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები