ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ ზურაბ სიმონიშვილის ლექცია „ბლოქჩეინ ტექნოლოგიის როლი თანამედროვე საკორპორაციო სამართალში“

ღონისძიებები

23 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  ავსტრიის კარლ-ფრანცის სახელობის გრაცის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, Schönherr Rechtsanwälte GmbH ადვოკატი, ზურაბ სიმონიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:  „ბლოქჩეინ ტექნოლოგიის როლი თანამედროვე საკორპორაციო სამართალში“.

მომხსენებელი შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობას საკორპორაციო სამართალში და მათი გამოყენების შესაძლებლობებს ავსტრიული და გერმანული საკორპორაციო სამართლის მიხედვით.

ლექციაზე განხილული იქნება ავსტრიული და გერმანული საკორპორაციო სამართლის საფუძვლები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აქციების დიგიტალიზებას, მართვასა და გასხვისებას ბლოკჩეინის საშუალებით, აქციონერთა კრების გამართვასა და ხმის მიცემას, აგრეთვე დივიდენდების განაწილებასა და საკორპორაციო მმართველობას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ზურაბ სიმონიშვილი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ისაუბრებს Conda AG-ს საქმეზე,  რომელიც პირველი და პრეცედენტული საქმე იყო სააქციო საზოგადოების დიგიტალიზაციის საქმეში გერმანულენოვან ქვეყნებში. განიხილავს შვეიცარიული კომპანიების დიგიტალიზების პროცესის სამართლებრივ ასპექტებსა და ლიხტენშტეინის საკორპორაციო მმართველობის დიგიტალიზების სამართლებრივ ჩარჩოს.

ზურაბ სიმონიშვილის სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები იბეჭდება ავსტრიის წამყვან იურიდიულ გამოცემებში. იგი არის Schönherr Rechtsanwälte GmbH-ის წარმატებული ადვოკატი და 2016 წლამდე ლექციებს კითხულობდა ავსტრიის კარლ-ფრანცის სახელობის გრაცის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  

დრო: 23 მაისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები