ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ ზაქარია ფურცხვანიძის ლექცია

ღონისძიებები

30 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის შედარებითი და ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, პროექტის „მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში“ მოწვეული კონსულტანტი, დოქტ. ზაქარია ფურცხვანიძე წაიკითხავს მოხსენებებს თემებზე:

  • გრამატიკული კატეგორიების, როგორც კულტურული კატეგორიების ტიპოლოგია (მოხსენება BA, MA, PhD სტუდენტებისათვის);

  •  ახალი ნასესხობების მორფოსინტაქსი ქართულში (ფართო აუდიტორიისათვის).

ღონისძიება გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში" (N217344) ფარგლებში. 


დრო: 30 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


ბანერები