ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ როდრიკ კოლვინის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

ხუთშაბათს, 13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (G კორპუსი, გ. წერეთლის ქ. 1) გაიმართება ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯონ-ჯეი კოლეჯის პროფესორის, დოქტორ როდრიკ კოლვინის საჯარო ლექცია თემაზე: ”Human Resource Management in the Public and Private Sector: Age-old Challenges in Modern Times”.  

დასწრება თავისუფალია.

როდრიკ კოლვინი საჯარო ადმინისტრირების, ადამიანური რესურსების მართვისა და პოლიტიკის ანალიზის პროფესორია  ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯონ ჯეის კოლეჯში. წამყვან საერთაშორისო გამოცემებში, მას გამოქვეყნებული აქვს უამრავი სტატია დასაქმების პოლიტიკაზე, უმცირესობათა უფლებებზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პოლიტიკაზე და ა.შ. იგი გახლდათ ნიუ იორკის პოლიტიკურ მეცნიერებათა საშტატო ასოციაციის ბორდის წევრი და ამჟამად არის ამერიკის პოლიტიკური ასოციაციის წევრი. ის ფლობს საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს სიეტლის უნივერსიტეტიდან და დოქტორის ხარისხს - ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან.

შეხვედრა იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC)“ ეგიდით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტელ.: 577 720013
ელ. ფოსტა: archil.sumbadze@iliauni.edu.ge
არჩილ სუმბაძე - საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

ბანერები