


დოქტორ რობერტ მელნიკის საჯარო ლექცია
ღონისძიებები
10 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (G კორპუსი, გ. წერეთლის 1) გაიმართება არიზონის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ რობერტ მელნიკის საჯარო ლექცია თემაზე: „მსოფლიო მდგრადობის გამოწვევები: საჯარო პოლიტიკის როლი საქართველოში”/Challenges to a Sustainable World: Role of Public Policy in Georgia”. დასწრება თავისუფალია.
დოქტორი მელნიკი 2008 წლიდან მდგრადობის გლობალური ინსტიტუტის აღმასრულებელი დეკანი და მთავარი ოპერაციული ოფიცერია. მანამდე ის გახლდათ არიზონის უნივერსიტეტის მორისონის ინსტიტუტის ეკონომიკურ საქმეთა ვიცე- პრეზიდენტი და დირექტორი საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ვიცე-პრეზიდენტი. ის ატარებს კვლევებს ურბანიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, არის სამი წიგნისა და უამრავი საჯარო პოლიტიკის ნარკვევის/წერილის ავტორი. მელნიკი ფლობს ბაკალავრის ხარისხს დარტმუტის კოლეჯიდან და მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს არიზონის უნივერსიტეტიდან.
შეხვედრა იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC)“ ეგიდით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტელ.: 577 720013
ელ. ფოსტა: archil.sumbadze@iliauni.edu.ge
არჩილ სუმბაძე - საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი.