ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ მერილინ რუბინის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

1 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (A კორპუსი, ჭავჭავაძის 32) გაიმართება ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ მერილინ რუბინის საჯარო ლექცია თემაზე: „სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობა“/”Public Budgets and Transparancy”.

დასწრება თავისუფალია.
 
მერილინ რუბინი საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის დირექტორი და ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრირების პროფესორია  ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯონ ჯეის კოლეჯში. ის ასევე არის ნიუ-იორკის შტატის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოსა და ქალაქ ნიუ-იორკის ფინანსური დეპარტამენტის ქონებრივი გადასახადების მრჩეველთა საბჭოს წევრი. მისი კვლევის ძირითადი არეებია საბიუჯეტო პროცესები და ფისკალური პოლიტიკა, რომლებზეც არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული პრესტიჟულ გამოცემებში მსოფლიოს მასშტაბით. განვლილი კარიერის განმავლობაში, დოქტორ რუბინს მაღალი რანგის თანამდებობები ეკავა ადგილობრივ, საშტატო და ფედერალურ სამთავრობო სტრუქტურებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის სატრანსპორტო ქსელებში. 

შეხვედრა იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC)“ ეგიდით.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტელ.: 577 720013
ელ. ფოსტა: archil.sumbadze@iliauni.edu.ge
არჩილ სუმბაძე - საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი.

ბანერები