ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ მარკ ჰუვის საჯარო ლექცია: დათმობა და აუთგრუპები: ორი პოტენციური ბარიერი კროს-კულტურული გაგებისთვის

ღონისძიებები

21 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება დოქტორ მარკ ჰუვის საჯარო ლექცია თემაზე: „დათმობა და აუთგრუპები: ორი პოტენციური ბარიერი კროს-კულტურული გაგებისთვის“.

ლიცენზირებული ფსიქოლოგი მარკ ჰუვი ავტორია შემდეგი ნაშრომებისა და პუბლიკაციებისა: 

  • „ახირებული ჯარისკაცი: რეზერვის ფსიქოლოგის მემუარები და ანალიზი ამერიკა-ერაყის მეორე ომის დროს“ (2007)
  • „ჯარისკაცობა ნათელ მხარეს“ (გამოქვეყნდება 2016 წელს)
  • „ერაყის ოკუპაციის ჰუმანიზაცია“ (Research Papers: The Crisis in the Middle East;” Issue 05/07, Editors: Ronald H. Tuschl/Cornelia Pauer); 
  • „დიპლომატიური ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში: შეუძლიათ თუ არა ფსიქოლოგებსა და კონფლიქტის მოგვარების სპეციალისტებს მოლაპარაკების პროცესის ხელშეწყობა?“ (Specialists Contribute to the Negotiation Process, “Online Journal of Peace and Conflict Resolution, Feb. 2006 (Used as chapter in “Wayward Soldier,” March 19, 07)

დრო: 21 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები