ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ მაკდონალდის ლექცია

ღონისძიებები

კვლევითი და კონსტრუქტივისტული მიდგომის გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლებაში

დოქტორ მაკდონალდის  ლექცია 14 ნოემბერს, 17.00 საათზე  A 101-ე აუდიტორიაში.

ლექციაზე განხილული იქნება ბუნებისმეტყველების  სწავლების  ტრადიციული და კონსტრუქტივისტული მოდელები და  ამ ორ მიდგომას შორის არსებული განსხვავებები. ასევე, შემოთავაზებული იქნება რჩევები, თუ როგორ უნდა მოხდეს ბუნებისმეტყველების ნებისმიერი საკითხის ადაპტირება გაკვეთილზე  კვლევითი და კონსტრუქტივისტული მიდგომების კომბინირებით.

დოქტორი მაკდონალდი არის ასოცირებული პროფესორი და კათედრის ხელმძღვანელი, ფულბრაიტის სტიპენდიატი დეტროიტ მერსის უნივერსიტეტიდან (მიჩიგანი). უნივერსიტეტში მისვლამდე დოქტორი მაკდონალდი 20 წელი მოღვაწეობდა განათლების სფეროში როგორც მასწავლებელი და სკოლის ხელმძღვანელი, ასწავლიდა ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდოლოგიას და პრაქტიკულ კვლევას მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, იყო ონლაინ კურსების მასწავლებელი მიჩიგანის ვირტუალურ უნივერსიტეტში, რომელიც იყო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეეებისთვის განკუთნილი ონლაინ სკოლა მიჩიგანის შტატში.   
დოქტორი მაკდონალდი დიდ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო პროფესიას და იმ ახალბედა მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ მყარი საფუძველი და გამოცდილ მასწავლებლებს, რომლებიც არ წყვეტენ პროფესიულ ზრდას. იგი ხელმძღვანელობდა ბევრ ახალბედა მასწავლებლსთავისი კარიერის მანძილზე. 2005 წლის აპრილში, მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ, მაკდონალდი აღიარებულ იქნა როგორც სამაგალითო პრაქტიკოსი პედაგოგი. ასევე, იგი დასახელდა მიჩიგანის 2008 წლის საუკეთესო ონლაინ მასწავლებლად. დოქტორი მაკდონალდი ასწავლის და  მოხსენებებს აკეთებს ინგლისში, იაპონიაში, ჩინეთში, ბრაზილიაში და უკვე საქართველოშიც. დოქტორმა მაკდონალდმა, 2004 წელს, მიიღო აღმოსავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტის განათლების დოქტორის ხარისხი.

ბანერები