ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ კენეტ პრევიტის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

13 დეკემბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (G კორპუსი, გ.წერეთლის 2, ადმინისტრაციული F კორპუსის უკან) გაიმართება კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ კენეტ პრევიტის საჯარო ლექცია თემაზე: “Evidence-Based-Policy” is the Wrong Goal.” /„“წყაროებზე დამყარებული“ პოლიტიკა მცდარი მიზანია“.

დასწრება თავისუფალია.
 
დოქტორი პრევიტი კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა სკოლის (SIPA) პროფესორია პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.  ის სხვადასხვა დროს იყო მიწვეული პროფესორი სტენფორდის, ვაშინგტონის, ნაირობის, მაკერერესა და „ახალი სკოლის“ უნივერსიტეტებში (ამ უკანასკნელში მას დეკანის თანამდებობაც ეკავა). პრევიტის პროფესიული საქმიანობა მოიცავს ისეთ თანამდებობებს, როგორებიცაა: შეერთებული შტატების აღწერის ბიუროს დირექტორი, ეროვნული აზრის კვლევის ცენტრის დირექტორი, სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი საბჭოს პრეზიდენტი და როკფელერის ფონდის მთავარი ვიცე-პრეზიდენტი. მის მრავალრიცხოვან ჯილდოებს შორის აღსანიშნავია გუგენჰეიმის სტიპენდია, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი, სოციალური კვლევის დარგში გამორჩეული სამსახურის ჯილდო „ახალი სკოლის“ უნივერსიტეტიდან და ა.შ. დოქტორ პრევიტს ასევე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი პოლიტიკურ მეცნიერებებზე, 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და უამრავი სხვა პუბლიკაცია მსოფლიოს პრესტიჟულ გამოცემებში. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, მკვლევარის ხარისხს ჰარვარდის საღვთისმეტყველო სკოლიდან და დოქტორის ხარისხს სტენფორდის უნივერსიტეტიდან.
 
შეხვედრა იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC)“ ეგიდით.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტელ.: 577 720013
ელ. ფოსტა: archil.sumbadze@iliauni.edu.ge
არჩილ სუმბაძე - საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი.

ბანერები