ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ გევინ სლეიდის საჯარო ლექცია: „მაფიასთან ბრძოლის სტრატეგია: კანონიერი ქურდების შემთხვევა საქართველოში“

ღონისძიებები

29 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორ  გევინ სლეიდის საჯარო ლექცია სახელწოდებით: „მაფიასთან ბრძოლის სტრატეგია: კანონიერი ქურდების შემთხვევა საქართველოში“.

მომხსენებლის შესახებ

გევინ სლეიდი ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი და გლაზგოს უნივერსიტეტის ლექტორია. ის პოსტ-სადოქტორო მუშაობას ეწეოდა კანადის ტორონტოს უნივერსიტეტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.  2005 წლიდან მისი კვლევის ინტერესს წარმოადგენს პოსტ-საბჭოთა საქართველოში მაფია  და მასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა.  გევინ სლეიდის  ინტერესთა სფეროში ასევე შედის ციხე და ციხის რეფორმით გამოწვეული წუხილი საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში; დოქტორი სლეიდი არის წიგნის ''Reorganising Crime:Mafia and Anti-Mafia in to post-Soviet Georgia'' და რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

მოდერატორი:  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი და მოწვეული

მასწავლებელი ვახტანგ კეკოშვილი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო:  29 ივნისი,  19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები