ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ ფალკო შმიდერის საჯარო ლექცია: ვალტერ ბენიამინი - „პასაჟების პროექტი“, "ისტორიის ცნების შესახებ"

ღონისძიებები

9 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით, XX საუკუნის დიდ მოაზროვნეთა შესახებ ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი, დრ. ფალკო შმიდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ვალტერ ბენიამინი - „პასაჟების პროექტი“, "ისტორიის ცნების შესახებ".

ვალტერ ბანიამინი შეგვიძლია განვიხილოთ ძირითად წარმომადგენლად იმისა, რასაც კულტურის მეცნიერების პირველ ტალღას უწოდებენ. მის აზროვნებაში თეოლოგიური მოტივები სეკულარულ სააზროვნო ფორმებს ერწყმის და ფსიქოანალიზის ცნებები შეაქვს კულტურის თეორიაში. თავის გვიანდელ ისტორიულ კონცეფციას ის ისტორიის კონცეფციაში ერთგვარ კოპერნიკისებრ გადატრიალებად მიიჩნევს. ის ემიჯნება ისტორიზმს, ისევე, როგორც ისტორიის ფილოსოფიასა და ორთოდოქსულ მარქსიზმს და, დამოუკიდებელი მეთოდის გარდა, მრავალ ახალ ცნებასაც ავითარებს (დიალექტიკური ხატი/დიალექტიკა უმოძრაობაში, შემეცნებადობის ახალი, ისტორიული ინდექსი), რომელთა ნაყოფიერების გამოცდაც მას სურდა „XIX საუკუნის [კრიტიკული]ისტორიის“ შესახებ თავის დაუსრულებლად დარჩენილ „პასაჟების პროექტში“.

დრო: 9 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. №1)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები