ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ ფალკო შმიდერის საჯარო ლექცია: თეოდორ ადორნო - „განმანათლებლობის დიალექტიკა“, „ნეგატიური დიალექტიკა“

ღონისძიებები

12 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით, XX საუკუნის დიდ მოაზროვნეთა შესახებ ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი, დრ. ფალკო შმიდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: თეოდორ ადორნო - „განმანათლებლობის დიალექტიკა“, „ნეგატიური დიალექტიკა“.

თეოდორ ადორნო, შეიძლება ითქვას, კრიტიკული თეორიის ძირითადი ფიგურაა. მისთვის სახასიათო ისაა, რომ იგი ერთმანეთს უკავშირებს მარქსსა და ფროიდს და, გარდა ამისა, იმ კულტურულ-ინდუსტრიულ ფორმებს ააშკარავებს, რომლებიც საზრისის წარმოებაზე არიან პასუხისმგებელნი. ადორნო ცდილობს ჰეგელისა და მარქსის მემკვიდრეობა შეუნარჩუნოს ფილოსოფიას, რომელიც, მისი თვალთახედვიდან, არსებითად შეარყია ჰოლოკოსტის გამოცდილებამ. წიგნებში „ნეგატიური დიალექტიკა“ და „ესთეტიკის თეორია“ ადორნო შემეცნების თეორიული შედეგების გამოყვანას ცდილობს ცივილიზაციის დაცემიდან, რომელსაც მასთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. თავისი შემეცნების კრიტიკის ძირითადი მოტივები ადორნომ ბენიამინთან შეპირისპირებაში განავითარა: ასე გაჩნდა მასთან კონსტელაციური აზროვნების ცნება, ისევე როგორც არაიგივურის თეორია.

დრო: 12 ნოემბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. №1)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები