ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ ფალკო შმიდერის საჯარო ლექცია: მიშელ ფუკო - „სიტყვები და საგნები“, არქეოლოგია, გენეალოგია

ღონისძიებები

13 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით, XX საუკუნის დიდ მოაზროვნეთა შესახებ ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი, დრ. ფალკო შმიდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: მიშელ ფუკო - „სიტყვები და საგნები“, არქეოლოგია, გენეალოგია.

ფუკო ცოდნის ისტორიის ახალი კვლევის საკვანძო ფიგურაა, კულტურის მეცნიერებებში კი დღემდე მიეკუთვნება ყველაზე უფრო ხშირად ციტირებულ ავტორთა რიცხვს. მისი ინოვაციური აზროვნება სრულიად განსხვავებულ წყაროებთან გადაკვეთის შედეგად აღმოცენდა: მათ შორისაა სტრუქტურალიზმი (სოსიური, ალთიუსერი), ისტორიული ეპისტემოლოგია (ჟორჟ კანგილემი) და ფსიქოანალიზი (ჟაკ ლაკანი). დისკურს ანალიზის, არქეოლოგიისა და გენეალოგიის მეშვეობით მან კვლევის ახალი საგნები და მეთოდები განავითარა, რომლებიც უპირველეს ყოვლისა გარკვეული კულტურული არაცნობიერის გამომზეურებაზეა მიმართული. ამგვარად, მან უკან მოიტოვა იდეოლოგიის ტრადიციული ცნება და შესაძლებელი გახადა ის, რომ კულტურულ საზრისთა წარმოება ტრადიციული ჰერმენევტიკის მიღმა ყოფილიყო გამოაშკარავებული. ბიოძალაუფლების მისეული ცნება, ისევე როგორც გუვერნმენტალობის კვლევები ერთგვარ ხიდს დებს იმ თანამედროვე დისკუსიებთან, რომლებიც მმართველობისა და ტექნიკის ახალ ფორმებს შეეხება.

დრო: 13 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. №1)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები