ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ დვორა კატჩევიჩის საჯარო ლექცია - არგუმენტებული მსჯელობის როლი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში

ღონისძიებები

22 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტის თანამშრომელი, დოქტორი დვორა კატჩევიჩი წაიკითხავს საჯარო ლექციას - ”არგუმენტებული მსჯელობის როლი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში”.

ქალბატონი კატჩევიჩი, პროექტ PROFILES-ის ფარგლებში, დიდი ხანია, თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევის ცენტრთან SALiS. ვაიცმანის ინსტიტუტთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა რამდენიმე სამეცნიერო კვლევა, შეიმუშავა საქართველოში ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა სატრენინგო მოდულები და სამუშაო მასალები კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის მიზნით.

დრო: 22 მაის, 17:00 საათ

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები