ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ დიანა რუბიო კალეროს საჯარო ლექცია „საჯარო და კორპორატიული პროტოკოლი და ეტიკეტი“

ღონისძიებები

17 მაისს, 13:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ საკომუნიკაციო მეცნიერებათა დოქტორი დიანა რუბიო კალერო გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „საჯარო და კორპორატიული პროტოკოლი და ეტიკეტი“.

მომხსენებლის შესახებ

დიანა რუბიო კალერო არის საკომუნიკაციო მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი, მაგისტრი ღონისძიების მოწყობასა და დაგეგმარებაში, მაგისტრი საკომუნიკაციო ინოვაციებში, ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ კომუნიკაციაში.

იგი 2017 წლის ''Napolitan Victory Award''-ის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის ყველაზე გავლენიანი ქალი პროტოკოლსა და პოლიტიკურ კომუნიკაციაში“. 2015 წლის Victory Award-ის გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო აკადემიური მკვლევარი“ ნაშრომისთვის „პროტოკოლის მნიშვნელობა პოლიტიკურ პარტიებში“. დიანა რუბიო კალერო თანაავტორია წიგნისა „პროტოკოლის აუცილებლობა მოლაპარაკებებში“; კონსულტაციას უწევს ესპანეთის რამდენიმე მოწინავე პარტიას პოლიტიკურ ურთიერთობებსა და პროტოკოლში. აქვს საჯარო გამოსვლების მრავალწლიანი გამოცდილება ესპანეთში, ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორგანიზატორია საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური ღონისძიებისა. თანამშრომლობდა HBO პოლიტიკური სერიალების ავტორებთან. თანაავტორია წიგნისა „პოლიტიკა სერიალებში“, რომელშიც საუბარია ამ სერიალებში (Homeland, Hous of Cards, Scandal...) გამოყენებულ პროტოკოლისა და ეტიკეტის რეალობასთან კავშირზე.

სამუშაო ენა: ესპანური და ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 17 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ( ი. ჭავ

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები