ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ ამირ ტარიგფეიმას ვორკშოპი: „როგორ გახადო შენი სტრატაპი წარმატებული“

ღონისძიებები

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E 207 აუდიტორიაში, კონკურსის - Eurasia Mobile Challenge - ფარგლებში, დოქტორი ამირ ტარიგფეიმა/ Amir Tarighpeyma (ესპანეთი) ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: „როგორ გახადო შენი სტრატაპი წარმატებული“. ვორკშოპზე მობილური იდეები განიხილება თითოეულ გუნდთან.

ვორკშოპის თემებია:

  • ხელსაყრელი მომენტის ამოცნობა, იდეის გენერირება, გუნდის შეკრება;
  • „ხელმომჭირნე სტარტაპის მეთოდოლოგია, MVP-ს განვითარება;
  • უკუკავშირის გამოყენება, მიმართულების ცვლილება, მარკეტინგული სტრატეგია და ფინანსები;
  • იდეის შეთავაზების პროცესი, ინვესტორისთვის იდეის მიყიდვა.

Eurasia Mobile Challenge-ის შესახებ

Eurasia Mobile Challenge არის მობილური აპლიკაციების კონკურსი,რომელიც ახალგაზდა თაობას აძლევს უნიკალურ შანსს, გაიუმჯობესოს ახალი ბიზნესის წამოწყების ნიჭი, გამოამჟღავნოს უნიკალური და ინოვაციური აზროვნება,მოიგოს ფულადი ჯილდო 20000 დოლარის ოდენობით და საუკეთესო სტარტაპის ტიტულისთვის ბრძოლა გააგრძელოს ბარსელონაში, 2017 წლის მსოფლიო მობილურ კონგრესზე - Global Mobile Challenge.

კონკურსი Eurasia Mobile Challenge 2016 ღიაა ყველა მსურველისთვის. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზეHttp://www.eurasiamobilechallenge.com/index.php/application/

დრო: 17 ოქტომბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები