ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დომინიკ ჰოროდისკის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

4-5 ივნისს, 15:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება დომინიკ ჰოროდისკის საჯარო ლექცია შემდეგ თემებზე:

 საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის შესავალი კურსი

  • ინვესტიციების ცნება
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ცნება
  • საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის ისტორია
  • საინვესტიციო არბიტრაჟის სისტემა მიმოხილვა

საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის სამართლებრივი რეჟიმი და იურისდიქცია

  • ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება
  • მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება
  • საინვესტიციო სამართლის დაცვა ევროკავშირის სამართალში

ინვესტორთა დაცვის სტანდარტები

  • უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი
  • ნაციონალური რეჟიმი
  • სამართლიანი და თანასწორი მოპყრობა
  • არადისკრიმინაციული რეჟიმი

საერთაშორისო საინვესტიციო სამართალსა და ევროპულ სამართალს შორის არსებული შესაბამისობა და შეუსაბამობა

  • Achmea-ს გადაწყვეტილების მიმოხილვა
  • Achmea-ს გადაწყვეტილების შედეგები
  • Achmea-ს გადაწყვეტილებაზე წევრი სახელმწიფოების განცხადებები

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებლის შესახებ

დომინიკ ჰოროდისკი ვარშავის (პოლონეთი) სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი და პოლონეთის რესპუბლიკის გენერალური საბჭოს მრჩეველია. მისი აკადემიური და პროფესიული ინტერესების განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი და არბიტრაჟი, ბიზნესსამართალი და კომერციული კომპანიების სამართალი. დომინიკ ჰოროდისკი არის პოლონეთის წარმომადგენელი საინვესტიციო არბიტრაჟში; 20-ზე მეტი აკადემიური ნაშრომის ავტორია.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 4-5 ივნისი, 14:00-დან 17:00 საათამდე

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები