დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგური“ კინოჩვენება და დისკუსია
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გეპატიჟებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბის კინოჩვენებასა და დისკუსიაზე.
„მე გადავცურე ენგური“ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმია. ამბავი იმაზე, თუ როგორ აქრობს სახლისა და სიმშვიდის შეგრძნებას ადამიანებისთვის დაღად ქცეული ოკუპაცია.
ფილმში მოთხრობილია ნამდვილი ისტორიები იმ ბარიერებზე, რომელთა გადალახვაც ადამიანებს სახლში, აფხაზეთში, დასაბრუნებლად უწევთ. ზოგი ბარიერი ბუნებრივია, მაგალითად, მდინარე ენგური, ზოგიც – ხელოვნური, მაგალითად, რუსი სამხედროების მიერ შექმნილი მავთულხლართები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
ფილმში მთხრობელი თავად რეჟისორია, რომელმაც 4 წლისამ ომში დაკარგა სახლი და ახლა ფარულად ცდილობს მის მოძებნას.
სპიკერი: ანუნა ბუკია, რეჟისორი
მოდერატორი: თამარ კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი
დრო: 6 დეკემბერი, 17:00-19:00 საათი
ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კვირეულის სრული განრიგი.