ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოკუმენტური ფილმის „მან ის დაიწყო“ ჩვენება „ლიგამუსში“

ღონისძიებები

5 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გიწვევთ დოკუმენტური ფილმის – „მან ის დაიწყო“ ჩვენებაზე.

ფილმი მოგვითხრობს ხუთი გოგოს ისტორიას, რომლებმაც გაიკვლიეს გზა სამეწარმეო სივრცესა და პროგრამირების სფეროში. ამ ფილმით ავტორებს უნდოდათ გოგოების შთაგონება მათთვის რეალური ისტორიების მოყოლის გზით. მოდი, ერთად ვუყუროთ ფილმს და გავიგოთ მეტი დღეს მსოფლიოში არსებულ შესაძლებლობებზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 5 მარტი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები