ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოკუმენტური ფილმის - „გზაზე“ - ჩვენება

ღონისძიებები

პირველ მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება ახალი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ფილმი, სახელწოდებით „გზაზე“, გადაღებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული საბაზრო განვითარების პროგრამის მიერ.
დოკუმენტური ფილმი ასახავს ცხვრის გადარეკვის პროცესს შირაქის ზამთრის საძოვრებიდან სამცხე-ჯავახეთის ზაფხულის (მაღალმთიან) საძოვრებამდე. კომპანიამ EcoFilms ფირზე ასახა ის სამკვირიანი რთული გზა, რომელსაც მეცხვარეები ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ გადიან ფარასთან ერთად.
 
კომპანია EcoFilms-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ საიტებზე:
ecofilms.ge
https://www.facebook.com/EcoFilmsGeorgia
 
ფილმის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=MJFOJ0fst9I

ბანერები